დღეს ხულოს საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

29 მარტი 2017, 20:00 971 ნახვა

დღეს ხულოს საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატების პროტესტი 2016 წელს განხორციელებულ ინფრატსრუქტურულ პროექტებს მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ აუთვისებელი 600 ათასი ლარი გააპროტესტა და სხდომათა დარბაზი დატოვა. შენიშვნები „ქართული ოცნების“ დეპუტატ გურამ სურმანიძესაც ჰქონდა. მისი მტკიცებით, გამგეობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებას 21 დეპუტატიდან 5-მა მხარი არ დაუჭირა. 
    საკრებულოს წევრების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ხულოს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი. ნადიმ ვასაძის მტკიცებით, თანხა  96 %-ით აითვისეს, 600 ათასი ლარი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. 
    სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისიწინებული 5 საკითხი განიხილეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი