ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში

29 მარტი 2017, 20:00 667 ნახვა

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გასული ოთხი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში  ქედის გამგებელმა წარუდგინა. დავით დუმბაძე ამბობს, რომ ძირითადი საარჩევნო დაპირებებიდან მხოლოდ ერთი ვერ შეასრულა. სამკერვალო ქარხნის მშენებლობა,   გამგებლის განმარტებით, გამოკითხული მოსახლეობის ინტერესებში არ შედიოდა. დავით დუმბაძემ  ტურიზმის პრიორიტეტებსა და  ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწრაფად და გამართულად მუშაობენ საგანგებო შტაბები. კვლავ სადაოა   მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო დაწესებულებების, მათ შორის გამგეობის შენობის შეზღუდული შესაძლებლობლების პირთათვის ადაპტირების საკითხი. მედიის წარმომადგენლებმა კითხვები   გენდერული თანასწორობისა და მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე დასვეს.  

ამავე კატეგორიაში