დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას უკანონოდ და უსამართლოდ მიიჩნევს. ბრალდებულის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მან მამა გიორგი მამალაძე გუშინ მოინახულა და შეფარდებულ პატიმრობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია მოისმინა.
” ვერაფრით გარკვეულა, რა საფრთხეს წარმოადგენს. ამბობს, პროკურატურას თვითონ ვერ დაუდგენია ვერაფერი და რა დანაშაული უნდა ჩავიდინოო? რაც არ ჩამიდენია იმას მაბრალებენ და კიდევ რა ახალი დანაშაული უნდა ჩავიდინოო”, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.