2017 წელს, Check In Georgia-ს ფარგლებში, საქართველო 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს. დღეს პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა გამართეს.
საქართველოში, Check In Georgia-ს ფარგლებში, ძიუდოს გრან პრი, საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში, დევისის თასის მატჩი, ევროპის ჩემპიონატი სუმოში, მსოფლიო რბენა, ევროპის ჩემპიონატი უშუში, ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში, მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში მოეწყობა.
ორგანიზატორები ღონისძიებების მასშტაბებსა და წარმომადგენლობას ქართული სპორტის ისტორიაში "უპრეცედენტო შემთხვევას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ საერთაშორისო სპორტულ რუკაზე ჩვენი ქვეყანა თავის ადგილს იმკვიდრებს. მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველო 70-მდე ქვეყნიდან ელოდება ვიზიტორებს.