მიმართვა მთავრობის თავმჯდომარეს

28 მარტი 2017, 20:00 908 ნახვა

 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ახალ ბულვარში, ქვიშის სტადიონები მოწესრიგების თხოვნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და მერიას მიმართავენ. ბათუმის საკრებულოს წევრ ნოდარ დუმბაძის  განმარტებით, სპორტულ მოედნებზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, რაც   ქალაქის იმიჯზე უარყოფითად აისახება. ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, რომ სტადიონები 2010-2012 წლებში, სპორტის კონკრეტული სახეოებების პოპულარიზაციის მიზნით აიგო და  საერთაშორისო დონის ღონისძიებებსაც, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატს ქვიშის ჭიდაობასა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონტს ხელბურთში, უმასპინძლა. 
    მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მუშაობენ. კომისია კი დაადგენს,  რა ოდენობის თანხა დასჭირდება სტადიონების რეაბილიტაციას. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში სტადიონების მოვლა-პატრონობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღების გააჭიანურებასაც ასახელებენ. თენგიზ კორძაძე ამბობს, რომ ერთერთ ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც სტადიონია განთავსებული, მესაკუთრეს ედავებიან. აჭარის მთავრობაში   კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი