29 მარტი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. თარიღი საზოგადოების ცნიბიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თამბაქოს ზემოქმედების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი, საქართველოში კი 11 ათასი ადამიანი იღუპება. ყოველი მესამე ადამიანი კი თამბაქოს მოხმარებელია. სტატისტიკის გათვალისწინებით, მედიცინის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს. აკადემიის წევრები მოითხოვენ, რომ თამბაქოზე კონტროლი გამკაცრდეს და საქართველო 2030 წელს თამბაქოსაგან თავისუფალ ქვეყანად გამოცხადდეს. პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით კი, ქვეყანაში თამბაქოს პოპულარიზაცია უნდა აიკრძალოს.
დევიზით “საქართველო თამბაქოს გარეშე”, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა თამბაქოს მავნებლობის შესახებ ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებს გააცნეს.