ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

27 მარტი 2017, 20:00 774 ნახვა

''უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოვებს'', -ეს განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრის  შემდეგ განაცხადა.

 რაიმონდს ვეიონისის თქმით, მისი ვიტიზი საქართველოში სიმბოლურია, რადგან ის  ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას დაემთხვა. პრეზიდენტმა  აქცენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ლატვია  ოფიციალურ პირებს შორის ღია კონსტრუქციულ დიალოგს აფასებს.

 რაიმონდს ვეიონისიმა აღნიშნა, რომ ლატვია  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყოველთვის  მხარს დაუჭერს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი