თბილისში ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებიან

27 მარტი 2017, 20:00 732 ნახვა

თბილისში ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებიან. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გაესაუბრებიან.  განხილვის მთავარი საკითხები საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმა იქნება. 
   დელეგაციის წევრები დღესვე გიორგი მარგველაშვილსა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდებიან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი თბილისში 31 მარტს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში