გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან და მეწარმეებთან ერთად, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ათენში გაემგზავრა. მან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების დღეს ისტორიული უწოდა. დღეს პრემიერ-მინისტრი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ გახსნის, რომელსაც ქართველი და ბერძენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრებიან. დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკოსებთან. დღის მეორე ნახევრაში კი დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება. 28 მარტს ისტორიული უწოდეს აეროპორტში მისულმა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.