ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სახურავი დილის 06:00 საათზე დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც დაზარალებულებს შეხვდა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, კომისია ზარალს დაითვლის და მოქალაქეებს დახმარებას ქალაქის მერია გაუწევს.
ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაო საშიში ნივთიერების საშუალებით გულისხმობს. მოსახლეობამ, რომელმაცც ხანძრის დროს გამოცხადებული ევაკუციისას სახლები დატოვა, საცხოვრებელ ბინებს, უკვე დაუბრუნდა. მეხუთე სართულზე მცხოვრები 12 ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს.