დღეს, ევროპის მოედანზე, სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება, ორ საათს გასტანს და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
გუშინ კი, აღმაშენებლის ქუჩის განახლებულ საფეხმავლო მონაკვეთზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
თბილისში, 26-27 მარტს, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება.