ამ წუთებში ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იწყება. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს განიხილავენ. მათ შორისაა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკრებულოს წევრები, ასევე, „სოფლის მოსახლეობის სამედიცინო ხელშეწყობის პროგრამის„ დამტკიცებაზეც იმსჯელებენ. სხდომაზე გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხსაც განიხილავენ.