ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. შენობას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება. კულტურის სახლში არსებული ანსამბლები და სხვა შემოქმედებითი ჯგუფები მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ საქმიანობას დაუბრუნდებიან. სცენის მოწყობის შემდეგ გარემონტებული დაწესებულება ახალი ინვენტარით აღიჭურვება.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამგეობის შენობასთან მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაციაც დასასრულს უახლოვდება. ობიექტის გარემონტება წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაიწყო.