უკვე ერთი საათია ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ისინი, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით არიან ბრალდებულები. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს გუშინ დაკავებულებს აღკვეთის სახით მიესაჯოს თუ არა წინასწარი პატიმრობა . ბრალდების მხარე მათ იზოლატორში დატოვებას ითხოვს -რადგან სისხლის სამართლის წესით ბრალდებულების მიმალვის ალბათობა მაღალია .