''ნაციონალური მოძრაობა'' ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ხეების არამიზნობრივ მოჭრასა და გაჩეხვაში ადანაშაულებს

23 მარტი 2017, 20:00 908 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობა” ქობულეთის მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლებს ხეების არამიზნობრივ  მოჭრასა და გაჩეხვაში ადანაშაულებს. ბონდო თედორაძის თქმით,  ციხისძირში ხეებს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას ხელს უშლის, გამწვანების სამსახური  ჭრის. იმავე მიზეზს უკავშირებს თედორაძე ნარგავების გასხლვას.

 საკრებულოს წევრი კონკრეტულ ფაქტზეც საუბრობს. მაგალითად  გუშინ ღამით უნებართვოდ მოჭრილი  ნიგვზის 12 ხე მოჰყავს.   

გამწვანების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული კაკლის ხეები მათ არ მოუჭრიათ, გასხლვის სამუშაოებში კი საგზაო დეპარტამენტს ეხმარებიან, რომელსაც ნებართვა მუნიციპალიტეტისგან აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი