ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. საქალაქო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვას ითხოვდნენ.