ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და მედიის განვითარების ფონდის ერთობლივი სარჩელი

23 მარტი 2017, 20:00 672 ნახვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და მედიის განვითარების ფონდის ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელებზე საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელს მოუსმენენ.

 მოსარჩელეთა მტკიცებით სადავო ნორმები მათ უზღუდავს შესაძლებლობას საერთო სასამართლოში საქმის ღია სხდომაზე განხილვის შემდეგ მირებული გადაწყვეტილებები გამოითხოვონ, სადაც პირის მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემები დაშტრიხული არ იქნება.

მოსარჩელეთა აზრით საჯარო სხდომაზე  ყველა იმ არგუმენტის  და ინფორმაციის გამორკვევა მიმდინარეობს, რასაც სასამართლოს გადაწყვეტლება ეფუძნება, შესაბამისად  იმ ინფორმაციის დამალვა რომელიც ღია პროცესზე განიხილეს აზრს მოკლებულია. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.  

ამავე კატეგორიაში