ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია

22 მარტი 2017, 20:00 875 ნახვა

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. სამსართულიანი შენობა მთლიანად გარემონტდა და მალე მისი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვაც იგეგმება.  სამედიცინო დაწესებულების დირექტორის ინფორმაციით, ცენტრს რამდენიმე პროგრამა  დაემატა, ლევან გორგილაძის განცხადებით- მათ შორის ინფექციური საავადმყოფო პაციენტებს კრიტიკული და გადაუდებელი მიმართულებითაც მოემსახურება. სამედიცინო დაწესებულება დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალუირი დაცვის მინისტრმა და უმაღლესი საბჭოს თავმდჯდომარემ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. ობიექტს რეაბილიტაცია თურქეტის პრემიერ მინისტრის ფონდის მხარდაჭერით  ჩაუტარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი