„შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების კამპანია დაიწყო“, - ამის შესახებ დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
,ერთიანი ,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შემაშფოთებელია.
მელიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ყველა საქმეს, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ოჯახის წევრების დაკავებას ეხება, იდენტური ხელწერა აქვს.