ზვიად კვაჭანტირაძე - პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა ბედი ეწევა ვეტოს

19 მარტი 2017, 20:00 552 ნახვა

  „ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილმა  ძალიან კარგად იცის, რა ბედი ეწევა ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია,    დაადებს თუ არა ვეტოს კანონს. 
   „ვეტოს არსებობის შემთხვევაში, ის დაძლეული იქნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რაღაც ფუნქტები მაინც გავითვალიწინოთ, გააჩნია, რა შემხვედრი წინადადება ექნება პრეზიდენტს", - განაცხადა კვაჭანტირაძემ. 
    გიორგი მარგველაშვილს კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ხვალ ეწურება

ამავე კატეგორიაში