ბათუმის საქალაქო მოსამართლის გადაწყვეტილებას, 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებულ პირთა მშობლების ხმაური მოჰყვა. 9 პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამოძიების ვერსიასა და წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. დაკავებულთა ოჯახის წევრების თქმით, ბრალდებულები აქციაზე იყვნენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ძალადობაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.
მშობლები აქციების გამართვით იმუქრებიან. ისინი სასამართლოს შენობასთან გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. მობილიზებული იყო პოლიციაც.