ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ 9 პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა, გირაოს შეფარდების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
პროცესი 3 საათს მიმდინარეობდა. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა.
17 მარტს საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, კიდევ 6 პირს შეუფარდა, ხოლო ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
16 პირის საქმის არსებითი განხილვა 8 მაისს, 14 საათზე დაიწყება. მათ ბრალად მასობრივი არეულობის ორგანიზებაში მონაწილეობა, პოლიციელებზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ედებათ.