დაზიანებული ინფრასტრუქტურა

18 მარტი 2017, 20:00 880 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში  სოციალურ სახლთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებმა , ბონდო თედორაძის თქმით შენობის ინფრასტრუქტურა რომელშიც ეკომიგრანტები 2 თვის წინ შეასახლეს უკვე დაზიანებულია. მოსახლეობა ამბობს , რომ წვიმის დროს  სახლში წყალი შედის. ქობულეთის გამგებლის თქმით სახლის ეზოს მოსაწესრიგებლად  და ფერდსამაგრი კედლის გასაკეთებლად  თანხები  თვითმმართველობის  ბიუჯეტის მორიგი ცვლილების დროს  გამოიყოფა, რაც შეეხება სახლის შიდა რემონტს ადგილობრივებმა საკუთარი ხარჯებით უნდა გააკეთონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი