ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში სპორტულ - შემეცნებითი კონკურსი გაიმართა. მასში მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლის 63 მოსწავლე მონაწილეობდა. ტესტირების მიზანია მოსწავლეთათვის ქვეყნის სპორტული ისტორიის გაცნობა. 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა. კონკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სასპორტო სკოლისა და ადგილობრივი რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა