“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

17 მარტი 2017, 20:00 818 ნახვა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ხულოს სოციალურ სახლში ბინების  ბენეფიციარებზე გადაცემას ხელოვნურად აჭიანურებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით ვაშლოვანში სამი 72 ბინიანი კორპუსი ეკომიგრანტებს 2015 წელს უნდა მიეღოთ, თუმცა შენობა დღემდე დაკეტილია, მისივე ინფორმაციით სამივე კორპუსში უყურადღებობის გამო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, განმარტავენ რომ, სოციალურ სახლში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების განცხადებების მიღება დასრულებულია, გამგეობის მიერ შერჩეულ ოჯახებს უახლოეს პერიოდში სამთავრობო კომისია შეისწავლის.  საცხოვრებელი კომპლექსის აშენებისთვის 3 მილიონ 814 ატას  464 ლარი დაიხარჯა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი