დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. გონიოში მიწის ნაკვეთების საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კიდევ ერთხელ იმსჯელეს. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სპეციალურად დაკომპლექტებულმა მიწის აღიარების კომისიამ სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიიღო.
პრობლემა გონიოში მცხოვრებ 271 ოჯახს აწუხებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 105 საკუთრება აღუდგინეს, თუმცა საჯარო რეესტრმა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მიწა მხოლოდ 12 ოჯახს დაურეგისტრირა.
დისკუსია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ორგანიზებით გაიმართა.