საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმადაც მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას ხაზი გაუსვეს;
გიორგი კვირიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომას უმასპინძლოს, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. პრემიერმინისტრების არაოფიციალური შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. ბინალი ილდირიმმა ბათუმი გუშინვე დატოვა.