მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების მიზნით, ფერმერებს კაკლის ხის ნერგები დაურიგდებათ

14 მარტი 2017, 20:00 769 ნახვა

მაღალეფექტური მრავალწლიანი  სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების  მიზნით, ფერმერებს კაკლის ხის ნერგები დაურიგდებათ. „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და  ბათუმში 274 ფერმერს 25 ათასი  ძირი  ჩანდლერის ჯიშის კაკლის  ნერგს გადასცემენ.  ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, პროექტი მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურის ბაღების გაშენებას, ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობასა და ფერმერთა და აგრომეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
    პროგრამის ბიუჯეტი ბიუჯეტი 341 ათას 637 ლარით განისაზღვრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი