“ეს იყო ძალადობრივი, დესტრუქციული ელემენტებით მართული ქმედება, რომელმაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს”, - ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს. გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ღამე განვითარებული მოვლენები გამოხატვის თავისუფლების სფეროს გასცდა, შემდეგ კი ძალადობრივი ხასიათი შეიძინა.
აქციის ღამეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლებას გამოძიებისკენ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ მოუწოდებს. . მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ ძალადობრივი და ვანდალური ქმედებები თავშივე უნდა აღკვეთილიყო. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები არ დაფიქსირებულა.
თიკო სუსარეიშვილი