საკონსულტაციო შეხვედრა ფერმერებთან

10 მარტი 2017, 20:00 666 ნახვა

სასწავლო- საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქედაში. სოფელ ვაიოს ფერმერებს აგროსერვისცენტრის წარმომადგენლებმა საგაზაფხულო სამუშაოების ეფექტურად ჩატარებისათვის ხეხილისა და ვაზის სხვლის თანამედროვე ტექნოლოგიები შეასწავლეს. ქედის აგროსერვისცენტრის დირექტორის მოადგილის ლევან ბოლქვაძის თქმით, თეორიულთან ერთად პრაქტიკული სწავლება ფერმერებს უკეთესი მოსავლის მიღებაში დაეხმარება. სოფელ ვაიოში კონსულტაცია დღეს 15-მა ფერმერმა გაიარა. ორგანიზატორების განმარტებით მსგავსი შეხვედრები სხვა სოფლებიც ეტაპობრივად ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი