ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

09 მარტი 2017, 20:00 835 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში კორუფციული გარიგების სქემაზე საუბრობს. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ბოლქვაძის განცხადებით ჭარნალში გამგეობის ნებართვის საფუძველზე მეწარმე გოჩა მოისწრაფიშვილს მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აეშენებინა, თუმცა ნებართვის მფლობელმა ტერიტორიიდან რამდენიმე ასეული ტონა კუბური მეტრი ინერტული მასალა მოიღო და მშენებლობა არ დაუწყია. ხელვაჩაურის გამგეობაში ადასტურებენ, რომ ჭარნალში ნებართვის მფლობელს მშენებლობა ამ დრომდე არ დაუწყია და აცხადებენ, რომ თუ მშენებელი 2017 წლის დეკემბრამდე პერიოდში ვერ მოახერხებს კომპკლექსის დასრულებას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები. რაც შეეხება ტერიტორიიდან გატანილ ინერტულ მასალას, გამგეობის წარმომადგენელთა თქმით ფაქტის შესახებ ეცნობა გარემოს დაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი