ვიზალიბერალიზაცია

08 მარტი 2017, 20:00 870 ნახვა

“ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ  უვიზო მიმოსვლის მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში, ღირსეულად ვატაროთ“- ამის შესახებ იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გუშინ გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.  საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმოსვლა ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი