საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და მოქალაქე როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გადაწყვეტილება არ გამოაცხადა. მოსამართლე რევაზ ლომიძემ მიზეზად თავისი კოლეგა თეა ძიმისტარაშვილის ავადმყოფობა დაასახელა. როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი და ოჯახის წევრები ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მოსამართლები გადაწყვეტილების გამოცხადებას შეგნებულად აჭიანურებენ.
თბილისის საქალაქო სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში უნდა გამოაცხადოს. ბლადაძეს საცხოვრებელი ბინა სახელმწიფომ წლების წინ ჩამოართვა და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს სომბოლურ ფასად, 1000 ლარად გადასცა.