“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს. რეზო ხარაზის განცხადებით, ზურაბ პატარაძემ 2016 წლის არჩევნების შემდეგ სხვადასხვა თანამდებობაზე ის ყოფილი დეპუტატები დაასაქმა, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივებით არ გამოირჩეოდნენ. საქმე უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს ეხება. ამ დროისთვის ავთანდილ ბერიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს, ყოფილი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი კი საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს. კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი აკაკი ძნელაძე უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის ხელმძღვანელის მრჩეველია, მირანდა ჩარკვიანმა კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელიც უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი სულხან ღლონტია, ამბობს რეზო ხარაზი.