მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო თეატრალური დასი გასტროლით საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება

01 მარტი 2017, 20:00 904 ნახვა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო თეატრალური დასი გასტროლით საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება. მსახიობები სპექტაკლს „პეპი - გრძელი წინდა“ ახალი ინტერპრეტაციით წარადგენენ. შემოქმედებითი ჯგუფი თურქეთში  აჭარის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიემგზავრება. დაფინანსება დასმა უწყების პროგრამის „ხელოვანთა მობილობის კონკურსის“ ფარგლებში მოიპოვა. 
   კონკურსი გრძელდება, განაცხადების მიღება ყოველი თვის დასაწყისშია, შემდგომ ეტაპზე კი კომისია გამარჯვებულებს გამოავლენს.
   პროგრამის ბიუჯეტი 95 ათასი,  ინდივიდუალურად გასაცემი მაქსიმალური თანხა კი დაახლოებით ათი ათასი ლარი. „ხელოვანთა მობილობის კონკურსი“ წლის განმავლობაში ათ ეტაპად  ტარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი