საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

28 თებერვალი 2017, 20:00 669 ნახვა

დღეიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე, ცვლილება სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებებს შეეხება. სელექტიური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც: წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება. მოგვიანებით პროცესი სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებსაც შეეხება.

ამავე კატეგორიაში