2 მილიონ 503 ათასი ლარი დაიხარჯება ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის. ერთდროულად 4 ინფრასტრუქტურული პროექტი: რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევისა და სამი ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა სანიაღვრე ახები, დაიგება ფილები და ქუჩის დაზიანებულ ნაწილებიც გარემონტდება. მუნიციპალიტეტის გამგებელ სულხან ევგენიძის ინფორმაციით, სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.