ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

27 თებერვალი 2017, 20:00 789 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხუთი პეტიცია განიხილეს: მათ შორის,  სოფელ წინსვლაში ქუჩების რეაბილიტაციის, სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის აგების,  ასევე, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, დამისამართების, აბრებისა და ნიშნულების განთავსების საკითხები. 
   მოსახლეობის მიერ მომზადებული პეტიცია, ასევე, ახალსოფელში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასა  და მახოში კულტურული ცენტრის აშენებას ეხებოდა. ხუთივე მოთხოვნა საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა.  კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო თანხებს 2018 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი