ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მილიონ 9 ათას 152 ლარით გაიზარდა. თანხა, ძირითადად, გზების რეაბილიტაციასა და სოფლების სასმელი წყლით უწრუნველყოფას მოხმარდება. სოფლებში, ასევე, გარეგანათების ბოძები დამონტაჟდება და ამბულატორიები გარემონტდება.
ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი და პრიორიტეტები ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თეიმურაზ დუმბაძემ გააპროტესტა. ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს.