„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს გამგეობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, თანხის 60%-ი პრემიებში, საკანცელარიო ნივთებსა და მივლინენებებში იხარჯება. ჯორბენაძის განცხადებით, ბოლო წლებში, ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, გათანაბრებითი ტრანსფერი 2 მილიონი ლარით შემცირდა.
ოპონენტთა შენიშვნებს ხულოს გამგებლის მოადგილე უსაფუძლოდ მიიჩნევს. ლაშა ბოლქვაძის განცხადებით, თანხა კანონიერად და მიზნობრივად გადანაწილდა