სოფელ ცეცხლაურის მცხოვრებლები კომპენსაციის დამატებას ითხოვენ

26 თებერვალი 2017, 20:00 801 ნახვა

ცეცხლაურელები, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით, კომპენსაციების დამატებას ითხოვენ. ისინი დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და  კომპანია  ,,ჰიგიენა 2009“-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი განიხილეს. სოფელ ცეცხლაურის მცხოვრებლები თავდაპირველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. ზურაბ პატარაძე ქვეყანაში არ იმყოფება, ამიტომ, ისინი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის   სამინისტროში მიიღეს. შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონიც ესწრებოდა. უმაღლესი საბჭოს წევრმა  მთავრობა 5 მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა. უწყებისა და კომპანიის წარმომადგენელთა თქმით,  პროექტი გარემოს არ დააზიანებს. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას,  ის აუდიტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე   გაიცა.
 
   გაიზრდება თუ არა საკომპენსაციო თანხა და დაკმაყოფილდება თუ არა მოსახლეობის მოთხოვნა, მორიგ შეხევდრაზე გადაწყდება.   შეხვედრის თარიღი  ჯერჯერობით უცნობია. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი