ქობულეთელებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო, საცხოვრებელ სახლებს დაბალი კომპენსაციის სანაცვლოდ ტოვებენ. აქციის ერთერთი მონაწილე მიხეილ ნოღაიდელი ამბობს, რომ კომპანიის „ჰიგიენა 2009“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ცეცხლაძემ თანხის აღება აიძულა .
რამდენიმე დღის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ჰიგიენა 2009“-ში აღმოჩენილი ფინანსური შეუსაბამობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აცნობა. მინისტრის თქმით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.