აქცია გიგლა ზაქარაძის დასახმარებლად

13 აგვისტო 2016, 00:00 2518 ნახვა

4 წლის გიგლა ზაქარაძეს ბარძაყის ძვლის იუვენილური ოსტეოქონდროზი აქვს, რის გამოც მას მუდმივი სამედიცინო გამოკვლევები სჭირდება. სტამბოლში  მკურნალობის ხარჯი  4 ათას 320 დოლარია, რისი საშუალებაც  მის ოჯახს   არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ  ,,სამოქალაქო მონიტორინგი“ და საქველმოქმედო ფონდმა ,,იმედის ნერგი“ გასაყიდად 500 ბარათი დაამზადეს, სადაც მითითებულია ანგარიშის ნომერი და ინფორმაცია თუ რა სახის დახმარებას საჭიროებს 4 წლის გიგლა ზაქარაძე.   ბარათების  გაყიდვიდან  შემოსული თანხა  ოჯახს გადეცემა.  

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში