პრემიერის განცხადება ”კრწანისის” სასწავლო ცენტრში მომხდართან დაკავშირებით

25 ოქტომბერი 2016, 20:00 843 ნახვა

   მე პირადად დეტალებში შევისწავლე კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედრო მოქმედებდა ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს კრწანისში მომხდარი შემთხვევის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია“.

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ ახალგაზრდა იქნა მოკლული ამ ინციდენტში. მე მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს, მაგრამ გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება მზადაა, ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გახსნას კარი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი