ლეიბორისტული პარტია თამარ მიქელაძის შემდეგ კიდევ ერთმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო სურმანიძე დატოვა. ის ირწმუნება, რომ პარტიამ საკუთარი ინტერესები ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ დათმო. იგი გუნდის დატოვების კიდევ ერთ მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. ლეიბორისტულ პარტიას 73 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აღარ ყავს. ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას ჯელალ ქიქავა გამოეხმაურა.