გენდერული თანასწორობის საკითხებზე ლიდერ ქალებს ქობულეთში ტრენინგი უტარდებათ. ამბროლაურიდან ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აქტიური ქალები რაჭიდან, კერძოდ კი ამბროლაურიდან, მათი კუთხისა და ქალაქის აქტუალურ პრობლემებს გაეცნობიან, პრიორიტეტებს გამოკვეთენ და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. ელენე რუსეცკაიას თქმით, ტრენინგზე მიწვეული ქალები, პოდიუმ-დისკუსიის ფორმატში, იმ პოლიტიკურ პარტიებს მიაწვდიან ინფორმაციას, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ.
პროექტი „ქალთა სინფორმაციო ცენტრისა“ და „ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის“ მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი არჩევნებში ქალთა მონაწილეობის გაზრდაა.
ავტორი: თიკო სუსარეიშვილი