სოფელ აჭყვაში მეწყრული პროცესების გამო, ამ დრომდე 5 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

24 ივლისი 2016, 20:00 796 ნახვა

9 ივლისს, ჩაქვში სოფელ აჭყვაში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ამ დრომდე ხუთი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დღეს დაზარალებულებმა, დახმარების თხოვნით, აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ამ დრომდე აჭყვაში გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარებულა, კონცელიძეების 6-წევრიანი ოჯახი კი დღემდე ნათესავებს აფარებს თავს. ადგილობრივები მეწყრული პროცესების გააქტიურებაზე საშიშროებაზე. დრეს დაზარალებულებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შეუერთდა.


სოფელ აჭყვაში განვითარებულ სტიქიასთან დაკავშირებით განმარტება აჭარის მთავრობის მეთაურმა გააკეთა. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სწავლობენ. მთავრობის მობილური ჯგუფები საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობენ.


ავტორები: ბექა რომანაძე, თიკო სუსარეიშვილი.

ამავე კატეგორიაში