აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პროექტს „იდუმალი სტუმარი“ განაგრძობს. პროგრამის ფარგლებში, რეგიონში არსებულ 150 ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხს სწორედ „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს. კვლევა აღნიშნული მეთოდის გამოყენებით სექტემბრამდე 80 სასტუმროსა და კვების 70 ობიექტში განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებს რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის.
„იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს 2014 წლიდან იყენებს.
უწყება რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხით ორ ახალ პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და „სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი“ ახორციელებს.
ავტორი: ზაირა ლომაძე