''ანბანის კოშკის'' მიმდებარე ტერიტორიაზე ფილების გამოცვლა დაიწყეს

17 ივლისი 2016, 20:00 916 ნახვა

ზღვისპირა პარკში, „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ფილების გამოცვლა დაიწყეს, რომლებიც 7 ივნისს, ბათუმში მარუნ ფაივის კონცერტის სამზადისის დროს, სატვირთო ავტომობილებით სცენამდე აპარატურის მიტანისას   დაზინდა.

   მიმდინარე სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბულვარი ბათუმის სავიზიტო ბარათია, შესაბამისად, ხარვეზები მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი.

    ბულვარის დირექტორი ცისკარ გოგიტიძე ამბობს, რომ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, თანხა კი ბულვარის მოვლა-პატრონობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სულ 500 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაა დაზიანებული.

   ხვალიდან კი სასტუმრო „კემპინსკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დასაგებად, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.

ავტორი: ზაირა ლომაძე

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი