ვის წარადგენს ,,ქართული ოცნება” მაჟორიტარ კანდიდატებად?

12 აგვისტო 2016, 00:00 2451 ნახვა

გია ვოლსკი, გია ჟორჟოლიანი და გიორგი კახიანი- ეს ის დეპუტატები არიან, რომლებიც ,,ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებად დაასახელოს. გავრცელებულ ინფორმაციას პარტიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. დეპუტატები აცხადებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. გია ჟორჟოლიანის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებული პირებიდან ყველა განიხილება. აჭარის რაიონი ბოლო რეგიონი იქნება, სადაც პრემიერმინისტრი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს 13 აგვისტოს წარადგენს, რის შემდეგაც კანდიდატების წარდგენა დედაქალაქში მოხდება. თუმცა, როდის დასახელდება დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ამავე კატეგორიაში